კახაძე პრაიდზე – ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს

“სიმართლე გითხრათ, ადამიანის უფლებრივ ნაწილში ადამიანის გამოხატვის მომხრე ვარ, მაგრამ ის ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.

საერთოდ ადგილის შერჩევა კონსესუსის საგანი უნდა იყოს და არაერთი ადგილია თბილისში, სადაც ამის გაკეთება შეიძლება.

იცით რაშია საქმე, ადამიანის უფლებრივი ნაწილი ყოველთვის ორ შემთხვევაზე გადის; ერთი, როდესაც მე მაქვს უფლება და მეორე, როცა სხვის უფლებას პატივი უნდა ვცეთ, ეს შეთანხმებული უნდა იყოს” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი – სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
შემდეგი სტატიაგორში, გიორგი გახარიას პარტიის ოფისის გახსნის პარალელურად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ