გორის სკოლის დირექტორმა აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარი დაწერა- ქარელი თანამდებობიდან წავიდა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქარელმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე არაკორექტული და უხამსი შინაარსის კომენტარი დაწერა. დირექტორის პოსტიდან წასვლა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება.

საქართველოში აშშ-ის საელჩო რადიკალებისა და პროპუტინისტული ჯგუფების მიერ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა:

„ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე“, – აღნიშნულია საელჩოების განცხადებაში, რომელზეც ქარელმა შემდეგი კომენტარი დაწერა: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, არ გსმენიათ?“.

banner
წინა სტატიაში“მათი მხრიდანაც იყო რაღაცა…იყვნენ არაპროფესიონალები”- ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი ჟურნალისტებზე
შემდეგი სტატიაკომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და კომისიის წევრობის 22 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა