გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ირაკლი ოქრუაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს

გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” გორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ლია ჩლაჩიძემ განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 07.30 საათისთვის დანიშვნა, რაც სხდომის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. მისივე თქმით, არასამუშაო დროს საკრებულოს სხდომის დანიშვნით ირაკლი ოქრუაშვილსა და მის თანაპარტიელებს განზრახული აქვთ, ხელოვნურად შექმნან სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საბაბი.
„ამ პროვოკაციული განზრახვის მიუხედავად, ჩვენ დავესწრებით საკრებულოს 5 სექტემბრის სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ქალაქის სასიკეთოდ. არასამუშაო დროს მიღებული გადაწყვეტილება ვერ გახდება მისი იურიდიულად ბათილად ცნობის საბაბი. ირაკლი ოქრუაშილს ვერ მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად შეუქმნას საკრებულოს დაბრკოლება”,-აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია.

banner
წინა სტატიაშიმარსელ კოლერი – საქართველოს შეუძლია ფეხბურთის კარგად თამაში
შემდეგი სტატია,,ჩაყრილია საფუძველი, რათა მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს”