,,ჩაყრილია საფუძველი, რათა მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს”

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გასული 4 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საფუძველი უკვე ჩაყრილია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ მოაგვარა ისეთი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა ჯანდაცვა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საფუძველზე, მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ უკანასკნელი ქონების გაყიდვა, რათა ოჯახის წევრს უმკურნალონ.

პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ასევე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწოფო, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით მეწარმეებს ახალისებს.

“არასდროს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დიდი ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართ, როგორც ეს დღეს არის. მცირემიწიანი ფერმერებისთვის დახმარებები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისთვის სპეციალური დახმარება, რომელ პროგრამასაც “დანერგე მომავალი” ჰქვია, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარების პროგრამა და ა.შ. უნდა ვთქვათ, რომ ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნიოს კეთილდღეობა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას მივაღწევთ.

დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, გვაქვს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ასუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს, სახელმწიფო სიმბოლურ ფასად გადასცემს ქონებას იმ მეწარმეს, რომელსაც უნდა ახალი საწარმოს ჩამოყალიბება და ასევე, სახელმწიფო 50%-ში შედის გარანტიაში კომერციულ ბანკთან, რათა გირაო გაუიოლოს მსესხებელს, ანუ ახალ მეწარმეს.

ყველაფერი ეს იმისთვისაა განსაზღვრული, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, უკვე ყველამ ვიგრძნოთ შედეგი იმ საძირკვლისა, რაც ყველამ ერთად ჩავყარეთ”,- აცხადებს მთავრობის მეთაური.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ირაკლი ოქრუაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია,,შევეცდებით, რომ წინასაარჩევნოდ ინციდენტები აღარ განმეორდეს “