გომბორის უღელტეხილზე მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

თელავში მცხოვრები 59 წლის ლევან ჯუგაშვილი გომბორის უღელტეხილზე, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში 4 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე : პაატა ბურჭულაძე კი ჩემი კალთის უკან იმალებოდა