გოკა გაბაშვილი : უპრეცედენტო დაშინება და ზეწოლა იყო, ყველაფერი იკადრეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, ბრალდებებს, რომ ის და გივი თარგამაძე მითითებას აძლევენ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით, უპასუხა.

ნაციონალურ მოძრაობაში ახალციხეში გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.

„აქ უპრეცედენტო დაშინება და ზეწოლა იყო, ყველაფერი იკადრეს, ახალციხის 13 უბნიდან ნაციონალურ მოძრაობას 13-ვე აქვს მოგებული, დღესაც ველოდებით გამარჯვებას, ამის გამო პანიკაში მყოფ, რადგან ოლქის წაგება მათთვის, როგორც ჩანს, ტრაგედიაა, აანონსებენ, იმას, რასაც თავად აპირებენ,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ახალციხესა და ადიგენში ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე შეწყდა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება, რომელიც არღვევს კანონს,საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება”- რურუა კობახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატია(video) ქართული ოცნების მხარდამჭერი ამბობს, რომ საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა