“ხელისუფლება, რომელიც არღვევს კანონს,საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება”- რურუა კობახიძეს პასუხობს

,,ქართული ოცნების” არმასრულებელი მდივნის განცხადებას, რომ თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა არეულობას გეგმავს , მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ფეისბუქით” პასუხობს.

,,ქართული ოცნების” სპიკერის, ირაკლი კობახიძის ცრუ განცხადება ვითომცდა ჩვენს მიერ ე.წ. “არეულობის” დაგეგმვის შესახებ შეიძლება ემსახურებოდეს ერთ მიზანს: კერძოდ იმას, რომ იმ უბნებზე სადაც “ქართული ოცნების” მარიონეტი პირწმინდად წააგებს არვევნებს, და ასეთი, ჩვენი ვარაუდით უბანთა უმეტესობა იქნება, თვითონ მოაწყონ უბნის დარბევა მართული ბრბოების ხელით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამეგრელოს რამდენიმე უბანსა და მარნეულში. ამით მმართველი პარტია მთელი არჩევნების ლეგიტიმურობას ჩააგდებს სერიოზულ საფრთხეში, რადგან ის ხელისუფლება, რომელიც თვითონვე არღვევს კანონს, საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება,”-წერს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშიდაძაბულობის განვითარებას ველოდებით – საერთაშორისო გამჭვირვალობამ მარნეულში დამატებითი დამკვირვებლები გაგზავნა
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი : უპრეცედენტო დაშინება და ზეწოლა იყო, ყველაფერი იკადრეს