გოგლა ჟვანია ლევან ჩაჩუას გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოთხოვას გეგმავს

გოგლა ჟვანია სასამართლოდან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოთხოვას გეგმავს.

ყოფილი პრემიერის ძმა აცხადებს, რომ ექსპერტის გამართლება შესაძლოა გარკვეული დაინტერესების სანაცვლოდ მომხდარიყო. გოგლა ჟვანია ასევე აცხადებს, რომ დღის წესრიგში ზურაბ ჟვანიას ექსჰუმაციის საკითხი დგას.

„ექსჰუმაციის თემა ეს არის ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი. რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვან დეტალებს გასცეს პასუხი. ეს საკითხი დგას გამოძიების დღის წესრიგში. ჩაჩუას პროცესი ჩემთვის არ ყოფილა პრიორიტეტი იმიტომ, რომ ჩაჩუამ ჩაიდინა გულგრილობა თუ არ ჩაიდინა, ამითი არაფერი იცვლება ჩემი ძმის გარდაცვალების გარემოებებში. ვაპირებ გავერკვე ამ საკითხში,“-განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: ომის ვეტერანებს უარს ვეუბნებით, ტრანსგენდერებს კი მიწებით ვაჯილდობეთ
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ მომავალ კვირაში უყრიან კენჭს