ნიკოლოზ მჟავანაძე: ომის ვეტერანებს უარს ვეუბნებით, ტრანსგენდერებს კი მიწებით ვაჯილდობეთ

6 დეკემბერს ტრანსგენდერ ქალთა ცენტრს ააიპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტომ თეთრიწყარის რაიონის სოფელ ასურეთში მდებარე 400კვადრატული მეტრის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცხველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა:

,,იმის მაგივრად გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გაჩეხილ და განადგურებულ ტყეებსა და ეკოსისტემას მიხედოს, სახელმწიფო ქონებას გადასცემს ტრანსგენდერებს საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად. იმ ფონზე როცა უამრავი ადამინი უსახლკაროდაა და შიმშილობს, ჯერაც არ დაუკმაყოფილებიათ ათასობით ლტოლვილი. გაუგებარია პრიორიტეტი რატომ ენიჭება ჯგუფს რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არანაირი დამსახურება არ მიუძღვის და ომის ვეტერანებს რომლებმაც ქვეყნის წინაშე სისხლი დაღვარეს მსგავსი ტიპის ქონების გადაცემაზე წლებია უარს ეუბნებიან. ეს ნაბიჯი არის ნაღმი, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება დიდი პრობლემის წინაშე დააყენოს. ათასობით გაჭირვებული ადამიანი მალე მიადგება სახელმწიფო კანცელარიას და მოითხოვს იმავე ტიპის დახმარებას რაც სახელმწიფომ ტრანსგენდერების მიმართ განახორციელა. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული ქმედების უკან დგას ხელისუფლების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოკალათებული ფსევდოლიბერალები”,- განაცხადა მჟავანაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დევნოზაშვილის ადვოკატი გირაოს ითხოვს
შემდეგი სტატიაგოგლა ჟვანია ლევან ჩაჩუას გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოთხოვას გეგმავს