გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ “რუსთავი 2-ის” გარშემო პროცესები გამჭვირვალედ ვითარედება

რამდენიმე წუთის წინ გოგლა ჟვანიამ ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე განცხადება გააკეთა.

ჟვანიას თქმით რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ძალიან გამჭვირვალეა და მფლობელებს სამაუწყებლო კომპანიის დაბრუნება სურთ.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა თავისუფალი დემოკრატების წვერმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც კომიტეტის სხდომაზე გოგლა ჟვანიასთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა არსებობდეს. დოლიძე აღნიშნავს, რომ ის რაც ადრე ხდბოდა ქვეყანაში არ უნდა გაგრძელდეს და ეს არ არის დემოკრატია.

ამავე სხდომაზე ქართული დელეგაციის წევრებმა, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე და ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევაზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიMTC-ის ვიდეორგოლ დავით ნარმანია ეხმიანება
შემდეგი სტატიადღეიდან მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება