დღეიდან მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეიდან ამინდების გაუარესებას ელოდებიან სინოპტიკოსები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, წვიმა და ნისლი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ 13-14 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. ხვალ კი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება.

დღეიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. წვიმის ნალექი გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც, მაღალმთაში კი იქნება თოვლი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი კიდევ დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიგოგლა ჟვანია აცხადებს, რომ “რუსთავი 2-ის” გარშემო პროცესები გამჭვირვალედ ვითარედება
შემდეგი სტატია“თმას არ შეგატოვებ თავზე საზიზღარო”-საბავშვო ბაღის ძიძა აღსაზრდელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გაათავისუფლეს