გოგიჩაიშვილი ციხეში იჯდა დანაშაულებრივი სისტემის გამო, როცა კობახიძე ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა – ფოფხაძე

ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კონესუსი ნიშანდობლივია, მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისთვის. თანაგუნდელებმა ირაკლი კობახიძე მკაცრად გააკრიტიკეს.

გედევან ფოფხაძემ ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი წინა ხელისუფლების დროს სწორედ სისტემური დანაშაულისა და უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი იყო.

ფოფხაძე ამბობს, რომ როდესაც გოგიჩაიშვილი წინა ხელისუფლების დროს არასამართლიანი სასამართლოს მსხვერპლი გახდა, კობახიძე ამ დროს “ბრტყელ-ბრტყელ საუბარს” სწავლობდა.

„როდესაც ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეების მხრიდან სისტემური დანაშაულის მსხვერპლი იყო და ციხეში იჯდა, ბატონი კობახიძე ამ ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა, როგორც ჩანს, იმ სოფისტურ სამართლებრივ სტილში, რომელსაც დღეს ჩვენ ვისმენთ. მე ეს მიმაჩნია მისი მხრიდან უხერხულად, როდესაც ის ლევან გოგიჩაიშვილს ამ კონტექსტში იხსენიებს და ვატყობ, რა დღის წესრიგი აქვს მას გამზადებული ჩვენთვის, რომ ჩვენ ვართ ნაციონალები,“ – ამბობს ფოფხაძე.