კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს – ბესელია კობახიძეს მწვავედ აკრიტიკებს

„კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადებასთან დაკავშირებით, ანტიკონსტიტუციური უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეკა ბესელიას მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის დაცვაში დაადანაშაულა.

„ნიკა მელია თუ სამადაშვილი თუ რატიანი, ჩემთვის ერთი მთლიანია ესენი, არც გაყოფილია და არც გამოყოფილია, დაუჭერენ თუ არა მხარს, ეს არ არის ჩემთვის მთავარი, უბრალოდ ხმების რაოდენობა გვჭირდება იმიტომ, რომ ინიციატივა გავიდეს, მაგრამ ისინიც კი ხვდებიან, რომ არაპოპულარულია ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარის თქმა, ისინიც ხვდებიან ამას და ამას ვერ ხვდება კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს. კონსტიტუციას კი არ იცავს, ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება
შემდეგი სტატიაგოგიჩაიშვილი ციხეში იჯდა დანაშაულებრივი სისტემის გამო, როცა კობახიძე ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა – ფოფხაძე