გოცირიძე: რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2020 14:20

გოცირიძე: რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა

მნიშვნელოვანი

  • რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა

სხვა სტატიები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბაქიბუქობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საკმარისი ხმები ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც აქვს.

თუმცა, გოცირიძის თქმით, კონსტიტუციას სხვა ღირებულება გააჩნია, როცა ის საერთო-სახალხო კონსესუსით არის მიღებული და მასში ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი მონაწილეობს.

გოცირიძის შეფასებით, რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა.

„პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომლის ერთგულნიც ბოლომდე ვიქნებით. თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდა, ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

როდესაც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ივანიშვილის ფულის გამოყენებას.ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეცვალოს და გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში დაელოდოს.

რატომ შეჯდა „ქართული ოცნება“ ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა.

ზეწოლის ქვეშ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან კარგად ვნახეთ. ივანიშვილმა თავისი ფინანსების დაკარგვის შიშით გაათავისუფლა ოქრუაშვილი და უგულავა. თუ კი „ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლის ქვეშ არის, რატომ არ შევედით კენჭისყრაზე და რატომ არ დავუჭირეთ მხარი? როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, ჩვენი პრინციპების ერთგული და თანმიმდევრული ვართ“, – განაცხადა გოცირიძემ.

136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 22, 2020 14:20

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics