შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე – 1990 წელს
დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ.,
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების
ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით,
თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ
ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად
ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე
სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, “ბუპრენორფინის” შემცველი
ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 45 აბი და სხვა ნარკოტიკული
საშუალებები ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს
მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული,
“ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 25 აბი.

ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ
“ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 688 მთლიანი
აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს
შემდეგი სტატიაგოცირიძე: რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა