გოცირიძე ჩალაგაშვილის დაკავებაზე: რუსეთის დაკვეთა წინასაარჩევნოდ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებას წინასაარჩევნოდ რუსეთის დაკვეთად აფასებს.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ადამიანს აქციაში მონაწილეობისთვის იჭერენ.

“ეს არის ფაქტობრივად რუსეთის შეკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ ვისაც კი რამე ოდნავ პოლიტიკური ძალა აქვს და წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ივანიშვილის ხელისუფლებისადმი გამოიყენოს ყველა მეთოდი, ზოგი დაპატიმროს, უდანაშაულოდ ზის ოქრუაშვილი. სამარცხვინოა, მიტინგში მონაწილეობისთვის ადამიანი დღეს არის დაპატიმრებული და მისი პარტიის წინააღმდეგ დღეს მიდის ციხეში იმიტომ, რომ ივანიშვილი განიხილავს როგორც საფრთხეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მას რეგიონებში აქვ საკმაო ავტორიტეტი” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითელავში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატიაშსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება