გოჩა მირცხულავა: ეკლესია არ უნდა მართავდეს სახელმწიფოს

“ვანო მერაბიშვილის და ზურა ადეიშვილის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ იყო აბსოლუტურად სწორი – ქვეყანაში უპირველესი ავტორიტეტია სახელმწიფო. იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთი ადგილის თამაშმა და ლაქუცმა, ათეულობით მილიონის ღირებულების ქონებით საპატრიარქოს გამდიდრებამ და მისი გავლენის ცენტრად ჩამოყალიბებამ რა შედეგიც დააყენა ყველამ იცის.
ახლა? დიახ, თუ ვინმე არის “მაგარი ბიჭი” ხელისუფლებაში და იმას ხვდება, რომ ეკლესია არ უნდა მართავდეს სახელმწიფოს, ძალიანაც კარგი და სწორია. და ასეთ მაგარ ბიჭებს მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ ვიდრე დისკრედიტირება, იმის მიუხედავად მოგვწონს ისინი თუ არა.
ადრეც დავწერე, მეუფე შიო და მეუფე იაკობი შორენას “палочка выручалочка”-ს ორი ბოლოა. იაკობის პროდასავლურობა არ გაიშვა, გინდ კაპიტოლიუმთან დადგეს და გინდ თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდნიდან გადმოხედოს ნიუ-იორკს.
არის საკითხები სადაც “ჩემი” დღის წესრიგი არ არსებობს და რელევანტურია მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესი, იმის მიუხედავად, ვინ მართავს ქვეყანას.
ძალიან გაბრაზებული ვარ, არ გამოვა ეგ ამბავი, არის თემები, რომელიც არ “პრავდება”, ისევე, როგორც ჯაღმაიძის დათქმა დეკანოზის დათქმული პირობით შეწყალებაზე. თან ულტიმატუმით. ეს არის მარაზმი და შორენასა და ვასაძის (იგულისხმება რუსეთიც) გეგმის რეალიზება.
საპატრიარქოს გასაგონად – დავუშვათ და როგორც გსურთ ისე, განკვეთეთ 10 მღვდელმთავარი და სიის მიხედვით ღვთისმსახურები, აპელაციის უფლებას რას უზამთ თუ მერე მსოფლიო პატრიარქსაც მოკვეთავთ და მიებარებით ბოლომდე კირილს? ანუ მიდიხართ იმ გზით, რომ ეკლესია დაანგრიოთ?
რაც შეეხება “კოლეგებს, სურათი – “კარტინკა” სრულად დაინახეთ, სრულად და რაც არ იცით იმას ნუ ეჭიდებით ან ნუ წარმოაჩენთ მხოლოდ ისე როგორც თქვენ გაწყობთ”,-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიალუკაშენკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების გადაწყვეტილებას სანქციების შიშით ხსნის