გიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ნაცმოძრაობის თამაშს თამაშობ

„ვინც დღეს ამბობს, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ის ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს. ჩემთვის აუხსნელია მაგალითად ერქვანიას პოზიცია. ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ამერიკელებთან გადაწყდა სადილზე და ამიტომ მხარს არ დაუჭერს მას. ნუთუ ეს მყარი მიზეზია იმისა, რომ ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი. სხვებზე არ ვლაპარაკობ, მესმის რაც არის. როდესაც კვიციანი ამბობს, რომ მხარს იმიტომ არ უჭერს საარჩევნო რეფორმას, რომ სურს მთელი საქართველო დაავალდებულოს საარჩევნო ყუთთან მივიდეს, გაუგებარია. რატომ აკავშირებს ის ამ ორ საკითხს. ესეც არის ის, რომ ნაცმოძრაობის თამაში ითამაშო“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „პოსტივი“-ს ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა მათი ცუდი საარჩევნო პერსპექტივით არის გამოწვეული.

„ოპოზიციისთვის არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს გვინდა არჩევნების გადადება, სინამდვილეში თვითონ უნდათ, უნდათ რომ უფრო დამძიმდეს ვითარება, ნეგატივი უნდათ, უნდათ საავადმყოფოები გადაივსოს,“განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი : ჩემი პოზიცია მყარია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა