კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. შემთხვევა, რომელიც გავიგეთ, ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ასევე სრულიად საქართველოს. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, – აცხადებს კახა კალაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მაშველები გიორგი შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: როდესაც ამბობ, რომ მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ნაცმოძრაობის თამაშს თამაშობ
შემდეგი სტატიაკახა კალაძის ინფორმაციით, პანდემიის დროს დახმარების პროგრამის ფარგლებში პროდუქტები 50 000-მდე ოჯახს დაურიგდა