გიორგი ვაშაძე – ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი, დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას

„როდესაც საუბრობთ უცხოურ გავლენებზე – მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება?! ეს არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას და განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესი ის არის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„დაარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირისკენ. ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მშვიდობის ინდექსზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე
შემდეგი სტატიარიმა ბერაძე: „ქართველი ხალხის წინაშე ძალიან მარტივი ამოცანა დგას: აირჩიოს მშვიდობა და განვითარება თუ აირჩიოს მტრული ძალების მხრიდან ქვეყნის საბოლოო განადგურება?