გიორგი ვაშაძე : გავეცნობი კადრებს, ძალიან ვწუხვარ, თუ პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე გამოვიდა

გავეცნობი კადრებს, ძალიან ვწუხვარ, თუ პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში გამოვიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

„მე არ მინახავს ეს კადრები, გავეცნობი, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთ ფაქტს ქონდა ადგილი“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება გრძელდება
შემდეგი სტატია„არა მარტო კირკიტაძეს, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც 4 ქალბატობს, პარლამენტის წევრს, თავს დაესხა“ – გია ვოლსკი