„არა მარტო კირკიტაძეს, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც 4 ქალბატობს, პარლამენტის წევრს, თავს დაესხა“ – გია ვოლსკი

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს მმართველი გუნდის რიგებში ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კახეთში მომხდარ დაპირისპირებებთან და ინციდენტებთან დაკავშირებით პასუხი, მხოლოდ კირკიტაძეს არ უნდა მოეთხოვოს.

„არა მარტო კირკიტაძეს, მემგონი, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც 4 ქალბატონს, პარლამენტის წევრს თავს დაესხა და უკიდურესად ბინძური სიტყვებით მიაყენეს შეურაცხყოფა,“-ამბობს კია ვოლსკი.

ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გუშინ საგარეჯოში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : გავეცნობი კადრებს, ძალიან ვწუხვარ, თუ პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე გამოვიდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ