გიორგი თაბუაშვილი: ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა ლარის რეყევები არ იყოს უეცარი

ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად, კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ლარის კურსის უეცარი რყევები არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ვალუტას ლარს თავისუფალი გაცვლითი კურსი აქვს და შესაბამისად შეიძლება გავლენა იქონის ძელიან ბევრმა ფაქტორმა.

“ლარის კურსზე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებაც იმოქმედა, საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოლოდინებიც მოქმედებს. არის, როგორც გამყარებისკენ მოძრაობა, ასევე გაუფასურებისკენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა, თორემ გაცვლითი კურსი სადაც დაფიქსირდება, ახალი წონასწორაბა რაც განისაზღვრება, ის არის მოცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი რეჟიმი. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ლარის კურსის უეცარი რყევები არ მოხდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაში“თაღლითური გზით ამოღებული თანხები გადაერიცხება “ქართულ ოცნებას” და მოხმარდება არჩევნების გაყალბებას”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას არ ადასტურებს