დავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას არ ადასტურებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს.

„2012 წელს ვალდებულება ავიღე ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში. ვაკეთებ შეთანხმებით განსაზღვრულ სამუშაოს. პირადად არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია, შესაბამისად გიდასტურებთ, რომ დღევანდლამდე არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან რომელიმე რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე“-განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება პარტიების სლოგანებსა და დაპირებებს, სერგეენკოს თქმით, გაეცნო რამდენიმე ახლადშექმნილი პარტიის ჯანდაცვის რეფორმას, რომელიც ძალიან გავს მიმდინარე რეფორმას.

“მე არცერთი პარტიის, მათ შორის არც „ართული ოცნების“ წევრი არ ვარ და ჩემი სამუშაო რესურსი მიძღვნილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური საკითხებისადმი და არ ვიცი პარტიული საკითხები. რაც შეეხება პარტიების მხრიდან დაპირებებისა და პროგრამების მითვისებას, არ მინდა კონკრეტული პარტიების დასახელება, მაგრამ როდესაც ვკითხულობდი ახლადშექმნილი პარტიების ჯანდაცვის რეფორმას, ბარაქალა მათ, ძალიან დაინტერესებულან ჩვენი მიმდინარე რეფორმებით და დიდი სიზუსტით გადაუკოპირებიათ ისინი“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი თაბუაშვილი: ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა ლარის რეყევები არ იყოს უეცარი
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულების პროცესი დაიხურა