გიორგი ნონიაშვილი: არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ინფლაცია

„ხელისუფლება ცდილობს ინფლაცია გამოასწოროს, საზოგადოებაზე მეტი ეკონომიკური წნეხის დაკისრებით „- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიორგი ნონიაშვილი ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 10%-მდე გაზრდას.

„არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ინფლაცია და ის, რომ ეკონომიკური ზრდა არ არსებობს წლიდან წლამდე მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად გველაპარაკება ეკონომიკურ ზრდაზე , მაგრამ ციფრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და შემდეგში ცდილობენ, რომ ინფლაცია გამოასწორონ იმით, რომ დამატებითი ტვირთი დააკისრონ საზოგადოებას და რეფინანსირების განაკვეთი გაუზარდონ, რაც სინამდვილეში ნიშნავს ადამიანების ცხოვრების გაძვირებას, მათ შორის სესხების გამოსავალს, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, რომ ეკონომიკური პოლიტიკა დღეს მაინც გამართოს და გაუმკლავდეს, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და ჩქარა ეკონომიკური ცვლილებების ჩატარება, რომელიც შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, ბიუროკრატიას, ამის ხარჯზე გაიზრდება პოტენციურად ის ფული, რომელიც შეიძლება ადამიანებ მოხმარდეს და შემცირდება ინფლაცია, ეკონომიკა წავა წინ და აღარ იქნება ისეთი გაყინული, როგორიც არის დღეს“ – განაცხადა ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ოფისს ძირითადად აშშ-ს მთავრობა დააფინანსებს
შემდეგი სტატიაკანდელაკი: საქართველოს მთავრობა კვლავ ტყუის