კანდელაკი: საქართველოს მთავრობა კვლავ ტყუის

„აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ ტყუის, პრემიერ-მინისტრისთვის უარის თქმა სამივე ქვეყნის კოორდინირებული გადაწყვეტილება იყო“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის დაბლოკვის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კანდელაკის თქმით: “ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის პერსონა ნონგრატად გამოცხადება ქართული ოცნების პრორუსულ ქმედებებს უკავშირდება”

„გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერმინისტრს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ამ ქვეყნებში ვიზიტზე უთხრა უარი. დღეს ძალიან ავტორიტეტულმა და სანდო ლიტვურმა მედია-საშუალებებმა ისევე როგორც ექსპერტებმა ამ ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც ტყუის და აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ლიტვის, ლატვის და ესტონეთის პარლამენტისა და მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილება.

ასეთი რამ არ ახსოვს ისტორიას, ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი, ჩვენ მივედით საგანგაშო მდგომარეობამდე, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი არის ფაქტობრივად არის ნონგრატა და არასასურველი პიროვნება საქართველოს ყველაზე ახლობელ, ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებში, რაც კი ჩვენ გაგვაჩნია დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ. ვიზიტზე უარის თქმის მთავარ მიზეზად სახელდება 5 ივლისის ძალადობის შემდეგ მთავარ ორგანიზატორების , რომლებიც ღიად არიან დაკავშირებულები რუსეთის ფედერაციასთან, დუგინთან და სხვა ექსტრემისტებთან, დასჯაზე უარი საქართველოს მთავრობის მხრიდან.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უარი ბალტიის ქვეყნებისთვის არის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისინი მართლაც თავგადაკლული მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალში საქართველოსი, მაგრამ ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური კლასი ვერ დაიბრმავებს თვალს და ვერ დააიგნორებს იმ ფაქტს რომ თბილისის ქუჩებში მრავალი საათის განმავლობაში სრულიად დაუსჯელად ჟურნალისტებს სცემდნენ რუსეთის ფედერაციასთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები და რომ მათი ორგანიზატორები კვლავაც დაუსჯელები არიან.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ლიტვისთვის, ლატვიისთვის და ესტონეთისთვის, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოკავშირეებისთვის, იმპერატიულად მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის არ დაშვება და ის რომ 5 ივლისს იყო რუსეთის გავლენის ზრდის და რუსეთთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტებისა და საქართველოს მთავრობის შერწყმის ხილული გამოვლინება, რა თქმა უნდა ამის არ დანახვის სურვილიც არავის არ გააჩნია არც ვილნიუსში, არც რიგაში და არც ტალინში“ – განაცხადა კანდელაკმა

შეგახსენებთ, რომ მეგობარი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნილი პრორუსი ექსტრემისტების დასჯაზე ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ნონიაშვილი: არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ინფლაცია
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულებების თანამედროვე ტიპის საცავი გაიხსნა