გიორგი მღებრიშვილი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2016 10:16

გიორგი მღებრიშვილი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის -საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ეს გიორგი მღებრიშვილის მეორე სამუშაო ვიზიტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირველი სამუშაო ვიზიტის დროს, რომელიც 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა, საქართველოს შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს და გერმანიის დეფერალური მიწების – ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2016 10:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,981
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics