გიორგი მღებრიშვილი – გამოძიება მუშაობს დივერსიის ვერსიაზეც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის მიზეზების გამოძიების პროცესში დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფია ჩართული.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის მიზეზების დასადგენად გამომძიებლები აბასთუმანშიც მალე დაიწყებენ მუშაობას.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის დივერსიის ვერსიაზე, ასევე, მღებრიშვილის თქმით, მუშაობენ ყველა სხვა გამომწვევ ფაქტორზეც.

„ნუ გავხდით ამას განხილვის საგნად და ნუ ვეძებთ სკანდალებს“,- განაცხადა შს მინისტრმა.

„დღეს, დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფი გამომძიებლების უკვე შეუდგა მუშაობას ბორჯომის ზონაში. სულ მალე ადგილზე აქაც ჩაერთვებიან გამომძიებლები, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. რაიმე კონკრეტული ახლა არ შემიძლია გითხრათ. დაველოდოთ პროცესის მიმდინარეობს.

ნუ გავხდით ამას განხილვის საგნად და ნუ ვეძებთ სკანდალებს, ჩემი თხოვნა იქნება. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის დივერსიის ვერსიაზე, მათ შორის ყველა სხვა გამომწვევ ფაქტორზეც.

ამიტომ ცალ-ცალკე ნუ გამოვყოფთ ნურც ერთ ვერსიას და პანიკას ნუ შევქმნით”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, არ მინდა მწვავე გამოთქმები გამოვიყენო, მაგრამ რაც მოვისმინე, სამარცხვინოა
შემდეგი სტატიაცესკო განცხადებას ავრცელებს