გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს – როგორც მოქალაქე და როგორც პრეზიდენტი ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას

Georgia's President Georgy Margvelashvili addresses the parliament during a session in Kutaisi, Georgia, February 3, 2016. REUTERS/Leli Blagonravova/Georgian Presidential Press Service/Handout via Reuters ATTENTION EDITORS - THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THE AUTHENTICITY, CONTENT, LOCATION OR DATE OF THIS IMAGE. FOR EDITORIAL USE ONLY. NOT FOR SALE FOR MARKETING OR ADVERTISING CAMPAIGNS. THIS PICTURE IS DISTRIBUTED EXACTLY AS RECEIVED BY REUTERS, AS A SERVICE TO CLIENTS. EDITORIAL USE ONLY. NO RESALES. NO ARCHIVE.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, როგორც მოქალაქე და როგორც პრეზიდენტი, აღიარებს ჟურალისტების მნიშვნელობას.

”დღეს არის ჟურნალისტების პროფესიული დღე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. მინდა გითხრათ, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც არის ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას, იმას, რომ ხართ მეოთხე ხელისუფლება და ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებსა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი : ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, პრეზიდენტის ვეტოს დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, რადგან მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის
შემდეგი სტატია“თბილისის მერმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები რ2-ის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარა’’- აბესაძე