მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით თბილისის მერმა საბიუჯეტო სახსრები რუსთავი 2-თან ბრძოლას მოახმარა:
,,ნათელია, რომ თბილისის მერმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები მოახმარა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლას. ბრძოლა, რომელიც საბოლოო ჯამში, დასრულდა ხელისუფლებისთვის სტრასბურგში, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ძალიან დიდი შენიშვნა ევროპული საზოგადოებისგან.’’- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.