გიორგი მარგველაშვილი: ვეტოში ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებებია ასახული

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველ უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში, ამოსავალი წერტილი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები იყო.

მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრულად გაიზიარა ვენეციის კომისიის მოსაზრებები და ვეტოშიც სწორედ ის აისახა.

“მზადდება უფრო დეტალური ანგარიში. ის, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ასახულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. ჩვენთვის ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამოსავალი წერტილი მმართველ უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. ეს იყო ის, რის ირგვლივაც ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ შესაძლოა, ზოგ შემთხვევებში სურვილები რომელიმე ექსპერტის და ვენეციის კომისიის არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი ვენეციის კომისიის დოკუმენტი იყო”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტს ვეტო 30 მაისს დაადო.

პარლამენტი, სავარაუდოდ, ვეტოს შესახებ 3-4 ივნისს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი “რუსთავი 2-ს” დაბადების დღეს ულოცვას
შემდეგი სტატია2 ივნისს დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება