გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილმა რეალურად დასძლია კორუფცია

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ნამდვილად მოხდა ცვლილებები. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა რუსული ტელეარხის “Дождь” -ის ეთერში.
“როგორც ყველა პოლიტიკოსს, მასაც აქვს პლიუსები და მინუსები. მან რეალურად დასძლია კორუფცია, ეს ფაქტია. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ მოქალაქეთა მომსახურებისთვის, როგორიცაა საპატრულო, საბაჟო სამსახურები და სხვა. ეს ფაქტია და ეს ფაქტი არსებობს, ეს დღეს მუშაობს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, “ეს მოხდა მოქალაქეების უფლებების დარღვევის, მასმედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე”.
“ესეც ფაქტია და, შესაბამისად, ქართველმა ხალხმა რეაგირება მოახდინა ამ ფაქტებზე. მისი მთავრობა შეცვალა ჩვენი მთავრობით – “ქართული ოცნებით”, – თქვა მარგევლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: “მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას”
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა ემზადება ბირთვული იარაღის მორიგი ტესტირებისთვის