კახი კალაძე: “მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

„არავის მივცემთ უფლებას, ხელი შეუშალონ ქალაქის აღორძინებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,-ასე გამოეხმაურა კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციას.

კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას

„მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. მილიონზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და დაახლოებით 125 ადგილიანი მანქანის მიწისქვეშა პარკინგი აშენდეს პუშკინის სკვერის ქვეშ”,- განაცხადა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 10 ოქტომბრის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომელიც პუშკინის ქუჩისა და თაბორის მთის ნაწილის გასხვისებას ეხება.

banner
წინა სტატიაშიმაია ღურწკაია: არ ვაპირებ თუნდაც ერთი ხმა დავთმო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილმა რეალურად დასძლია კორუფცია