გიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბრწყინვალე მთარგმნელისა და გერმანისტის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო. უდიდესია მისი წვლილი ევროპული კულტურის, გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის შვილებს, ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს,”- ნათქვამია წერილში.

ცნობილი ქართველი მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დალი ფანჯიკიძე 25 აპრილს 81 წლისა გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიორი გახარიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა
შემდეგი სტატიაჯანელიძე : ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს გააძლიერებს