გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება, ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი

საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს:

“თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი” ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ერთი კი – პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიარუსთავში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა