რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.

სახლში მხოლოდ ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა, რომელმაც ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ცეცხლი სანთლისგან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე, სამაშველო და საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება, ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პატრიარქზე: დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც