გიორგი მარგველაშვილი: ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს

“ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს,” – ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრის დროს გააკეთა.

მარგველაშვილი თვლის, რომ ვითარება რთულია და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი მმართველი ძალა და მთავრობაა.

“დასაქმების საკითხი, ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი. დაგეგმილი 3%-იც კი ვერ გამოვიდა, რაც ისედაც არ არის კარგი ზრდის ტემპი ეკონომიკისთვის. ახლა ეს მაჩვენებელი 2.6 პროცენტია. ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას. პარალელურად ლარის გაუფასურებამ ვითარება გაართულა. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაიზარდა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა, ამან მოსახლეობის ვითარება უფრო დაამძიმა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი: ხვალ მე ვიქნები კიევში
შემდეგი სტატია“ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერი “ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა და „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც, დაპირება შეასრულოს”