გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2018 15:49

გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს

მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ჟენევის ფორმატისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს და რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქში“ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

ამასთან, როგორც იან კელიმ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ჟენევის ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ის ემსახურება.

„ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ჟენევის ფორმატში. მოგეხსნებათ, წელიწადში ოთხჯერ არის ეს შეხვედრები. ჩვენ ვმონაწილეობთ უმაღლეს დონეზე. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ამ ფორმატით ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ემსახურება – შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაცია, აღდგეს სავაჭრო კავშირები მოსახლეობას შორის და ასე შემდეგ.

შედეგი არის ის, რომ პროგრესი ვერც ერთი მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართულმა მოსახლეობამ ვერ დაინახა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ.

ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები.

რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“, – განაცხადა იან კელიმ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2018 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics