გიორგი კვირიკაშვილმა ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

“ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ ჰამონდს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების იმედი გამოთქვა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშინემო ბურჭულაძის ღია წერილი პრემიერ მინისტრს
შემდეგი სტატია,,ფილიპ ჰამონდის ვიზიტს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად”