გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება

არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება. ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დუბაიში საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს.

„2014 წელს ჩვენ გვქონდა 80 პროცენტიანზე მეტი ზრდა, ეს ციფრებში გამოხატული 1, 75 მილიარდი დოლარია. 2015 წელს ეს რიცხვი შედარებით შემცირდა და 1,35 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს რიცხვი მაინც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს 22 პროცენტით აღემატებოდა. ალბათ მკითხვათ, რა არის ამის მიზეზი. ვფიქრობ, ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი მიზეზებია ბიზნესისადმი მეგობრული პოლიტიკა, მუდმივად განვითარებადი სერვისზე ორინეტირებული ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობა, ძლიერი საგარეო ურთიერთობები, სტარტეგიული მდებარეობა. საქართველო საუკეთესოდ იყენებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელსაც ორი წლის წინ მოეწერა ხელი. ასე რომ, ის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვთ, ისწრაფიან საქართველოში ინვესტირებისაკენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის საუკეთესო ადგილი ინვესტირებისათვის თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბიზნესის კეთების ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგით, დაბალი გადასახადებით.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის თანახმად, საქართველო მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის. მისი საგადასახადო განაკვეთი 16,6 პროცენტს შაედგენს. ახლა დავიწყეთ კიდევ უფრო ლიბერალური რეფორმები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს, ამგვარად, გადასახდებისგან გათავისუფლდება რეინვესტირებული შემოსავალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვილებები. აღვნიშნავ, ასევე, რომ ბოლო წლებში საქართველოს მშპ 3-დან 5 პროცენტამდე გაიზარდა. წელს ჩვენ ველოდებით 3 პროცენტიან ზრდას, მომავალ წელს კი 5დან 6 პროცენტამდე ზრდას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზები, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული პროგნოზები. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. პორტის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ და განაცხადა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა საქართველოში ტრადიციად იქცა.

“სულ ახლახანს ჩვენ დავაარსეთ ინვესტორთა საბჭო, რომელიც თავს უყრის ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსხვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს,”-დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: NDI-ის მოყვება უნდობლობის შლეიფი