გიორგი კვირიკაშვილი : საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად

შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული, ეს განისაზღვრა ნატო-ს სამიტზე და მას შემდეგ არ წყდება ამ მიმართულებით კონსულტაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად.

“შესაძლოა, საქართველო იყოს ჩართული პატრულირებაში და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია მთლიანად ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაპაოლო ჯენტილონი: როცა ოკუპირებული რეგიონიდან იტალიაში ვინმე ჩამოდის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელს არასდროს ვცნობთ