გიორგი კვირიკაშვილი: დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

რემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რჩება.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.

„რა თქმა უნდა, მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება, რომელთა დაძლევისთვის სწორი გზა გვაქვს არჩეული. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ აბსოლუტურად ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას და ასევე, ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ.

ეს არის სწორი გზა. ეს ის გზაა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში გარეულ ღორებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაპრემიერი: 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა