კახეთში გარეულ ღორებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს, რომლებსაც მოკლული და გატყავებული ჰყავდათ სამი ცალი გარეული ღორი.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარი შეადგინა.

საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი