გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, შეერჩიათ დელეგატები, რომლებსაც ჩვენი კანონი დარღვეული არ ჰქონდათ

ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, მათ შეერჩიათის ის დელეგატები, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის წევრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომწვევი მხარე არ არის საქართველო, ეს არის ეუთო-ს საპარლსმენტო ასამბლეა.

“გამომდინარე აქედან, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ვალდებული ვართ, რომ დელეგატები ჩამოვუშვათ ყრილობაზე. რაც შეეხება იმას, რატომ არ შეიქმნა მექანიზმი, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, მათ შეერჩიათ ისეთი დელეგატები, რომლებსაც დარღვეული არ ექნებოდათ კანონმდებლობა. ჩემთვის ამჟამად უცნობია. რეაგირება იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ ახლა საქართველოში დელეგატების დაკავებას ვერ დავიწყებდით, მაგრამ რეაგირება აუცილებლად იქნება დამერწმუნეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები 4 ივლისს გამოიტანენ
შემდეგი სტატიანატოს გამანადგურებლები სამოქალაქო თვითმფრინავს საეჭვოდ მიუახლოვდა