ნატოს გამანადგურებლები სამოქალაქო თვითმფრინავს საეჭვოდ მიუახლოვდა

ნატოს გამანადგურებლები, ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სამგაზვრო თვითმფრინავს საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ – ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა 23 ივნისს მოხდა, მაგრამ მხოლოდ დღეს გავრცელდა ინფორმაცია.
საომარმა თვითმფრინავებმა ქალაქი რაკვერი მაშინ გადაკვეთეს, როცა სამოქალაქო Eurostar-ი აფრინდა.
აეროპორტის ადმინისტრატორი ამბობს, რომ თვითმფრინავის პილოტმა ცენტრს აფრენის ნებართა სთხოვა, “მას თანხმობა მისცეს და უთხრეს, რომ ფრენას შეფერხება არა აქვს. როგორც კი თვითმფრინავი 500 ფუნტზე ავიდა (152,4 მეტრი – რედ), მიწიდან სევნიშნე, რომ მას ნატოს გამანადგურებლები მიუახლოვდნენ. რამდენიმე წამში, სხვა მხრიდან, კიდევ ორი თვითმფრინავი გამოჩნდა” – ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი ვლადიმირ ანტონოვი, რომელმაც მომხდარის შესახებ თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა. ქვეყნის ავიაციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, შეერჩიათ დელეგატები, რომლებსაც ჩვენი კანონი დარღვეული არ ჰქონდათ
შემდეგი სტატია“სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ”