გიორგი კვირიკაშვილი : 2011 წლის შემოდგომაზე მოხდა გარდატეხა ქვეყნის მმართველობის სტილში, რომლის შედეგებითაც ყველა ჩვენგანმა სამართლიანად უნდა იამაყოს

ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ჩამოსვლა აჭარაში, სადაც ყოველთვის პატრიოტული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული და განსაკუთრებული მაჯისცემა იგრძნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მათ წვლილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი უმნიშვნელოვანესია.

“პარტიის თითოეული აქტივისტის წვლილი იმ წარმატებაში, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია, უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და ასევე გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს. მინდა, მოკლედ შევაჯამო პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მოღვაწეობის შედეგები. ქვეყანაში, 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პარტიის შექმნა და უდიდესი გარდატეხა მოხდა ქვეყნის მმართველობის სტილში და ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სრულიად სხვა პოლიტიკური გარემო, განსხვავებული იმისგან, რაც იყო მანამდე, ამ გარდატეხებმა დღეს მოიტანა შედეგები, რომლითაც ყველა ჩვენგანმა სამართლიანად უნდა იამაყოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი გარღვევა ადამიანის უფლებების და ქვეყანაში თავისუფალი გარემო შექმნის მიმართულებით მოხდა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად სხვა დონეზეა დაცული ადამიანის უფლებები, თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება და იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო 2012 წლამდე, დღეს ადგილი აღარ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სადაც იყო ყველაზე მტკივნეული ჩავარდნები – ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ამ მიმართულებებით ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ამ მიმართულებებით ჩვენ დღეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ შემდგომ დახვეწას, როგორც ჯანდაცვის სფერო,ასევე ყველა სხვა მიმართულება საჭიროებს. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლა არის თავისუფალი. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ეს არის პირველ რიგში ევროკავშირის პოლიტიკური ნდობა საქართველოს მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ის დინამიკა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რისი მთავარი წინაპირობაა ის თავისუფლება, რომელიც ქვეყანაშია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სტაბილურობის დონე, რომელიც ქვეყანაში დამყარდა იმ გონივრული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფება ახორციელებს.

„ყოველთვის მიხარია, როდესაც აჭარაში ჩამოვდივარ და იგრძნობა ის განსაკუთრებული მაჯისცემა, გულისცემა, რომელიც მაღალი დინამიკით არის გამოწვეული. ძალიან მახარებს, რომ ტურისტული სეზონი აჭარაში უკვე არის 12 თვის განმავლობაში და ეს იგრძნობა არა მხოლოდ დიდ სასტუმროებში, არამედ საოჯახო სასტუმროებში და უკვე მოსახლეობის ფართო ფენები გრძნობენ საკუთარ თავზე იმ შემოსავალს, რომელიც ტურიზმს მოაქვს. მინდა, თქვენთან ერთად შევაჯამო აჭარაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ემსახურება რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას და ვისაუბრო დაგეგმილ პროექტებზეც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ჩვენ აჭარაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხები განიხილა