გიორგი კანდელაკი: ” Ryanair-ს” ქუთაისიდან ფრენა 2013 წელს უნდა დაეწყო

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ქუთაისის აეროპორტში Ryanair-ის შესვლასთან დაკავშირებით განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ კომპანიასთან წინა ხელისუფლების პირობებში იყო მიღებული ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება, თუმცა მოქმედმა მთავრობამ კომპანიას ფრენებზე უარი უთხრა, მიზეზი დამატებითი ხარჯები იყო. ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას ქუთაისის აეროპორტიდან რეისების განხორციელებაზე დადებითად აფასებს, თუმცა მას დაგვიანებულს უწოდებს.

“დაბალბიუჯეტიან ფლაგმანს Ryanair-ს ქუთაისიდან ფრენა უნდა დაეწყო ნაციონალური მოძრაობის გეგმით, 2013 წლის გაზაფხულიდან. მოლაპარაკებას აწარმოებდა ვერა ქობალია, მეც ჩართული ვიყავი, მაგრამ ახალმა მთავრობამ მაშინ ეს პროექტი მთლიანად გამოაცხადა არამიზნობრივად. შედეგად დაიკარგა წლები, დაიკარგა შემოასავლები და მსგავსი მცდარი გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა ტურიზმის ზრდა. მე მინდა ვკითხო გიორგი კვირიკაშვილს, მაშინ 2013 წელს თუ იყო ეს პროექტი არამიზნობრივი და ცუდი, ეხლა რატომ გახდა კარგი და გადასარევი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას, მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მეჭიაური ამბობს, რომ ის მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
შემდეგი სტატია“მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინის უშიშროების სამსახურებს ოდესაში საბაჟოზე კორუფციული შემოსავლის წყარო, გადაწყვიტეს ჩვენთვის ომი გამოეცხადებინათ”