გიორგი გახარია : წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის მიმართ ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 12:27

გიორგი გახარია : წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის მიმართ ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით

უნდა აღვნიშნოთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ პირდაპირი წვლილი რაგბის განვითარებაში, წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაახლოებით 200 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში და ამის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს.

„რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ. თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 12:27