გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე „112“-ს მიმართონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე „112“-ს უნდა მიმართონ.

მისივე თქმით, ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები, რათა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააძლიეროს თვითმონიტორინგის ხარისხი. როგორც კი ჩვენ პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ „112“, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება და როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს, არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება, ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის მიმართ ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით