გიორგი გახარია : საქართველო მწვანე ქვეყნად რჩება

admin
ავტ.: admin სექტემბერი 24, 2020 10:55

გიორგი გახარია : საქართველო მწვანე ქვეყნად რჩება

პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავება და ჩვენ, ეს ეფექტურად განვახორციელეთ მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი.

„ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიყავით აბსოლუტურად ღია, გულწრფელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის, დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაშინ, არა თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური, რა თქმა უნდა, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია. დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყნად რჩება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 24, 2020 10:55